“შენი ქართულის არის დიდება, დუღს შენში სისხლი კოლხური გზნებით…” ლეგენდარულ მოჭიდავეს იუბილეს ულოცავენ

დღეს, საღამოს 5 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (გიორგი სააკაძის ძეგლის წინ) რომან რურუას საიუბილეო საღამო გაიმართება. ლეგენდარული მოჭიდავე 75 წლის ხდება.

რომან რურუას 75 წლის იუბილეს ულოცავს ბატონი გიორგი ჟოროლიანი:

“ღვთის ინთე გეზით,
ეთნოგენეზი
შენი ქართულის არის დიდება,
დუღს შენში სისხლი კოლხური გზნებით,
ძმათ წილ ზე ძმობის გადმოდინებად.

სამშობლო შენი
შორ წარსულიდან,
გულწმინდად გავსებს, შენც უებგურე,
გურებს რაინდთა ევსე წულიდან,
სისხლთ წილ შვილობა აუერთგულე.

მზმელად ჯილაგის
ამოთავთუხდი,
უხვი გრძნობით და ჭირთ ზიარებით,
ამად მსოფლიოს ცაზე აქუხდი,
სად ზეციური რეკდნენ ზარები.

იარე მართლად ქართთა საზეოდ,
ძეო სრულიად საქართველოსი,
სამოცდათხუთმეტს რაინდად მზეობ,
მთავარანგელოზთ გზმელობს ეოსი!”