ეგვიპტეში, ტერაქტის შედეგად გარდავლილთა რიცხვი 305-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში მეჩეთში  მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 305-მდე გაიზარდა, მათ შორის 27 ბავშვია. 127 ადამიანი ამ დრომდე მძიმედ დაშავებულთა სიაში რჩება.

როგორც ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ბოროტმოქმედმა ტერორისტებმა ცეცხლი სასწრაფო დახმარების მანქანასაც გაუხსნეს, რომლითაც დაშავებულები გადაყავდათ. სპეცსამსახურებმა  ორი უპილოტო საფრენი აპარატიდან  იმ ორი ავტომანქანის აფეთქება შეძლეს, რომლითაც  ბოევიკები გადაადგილდებოდნენ. სულ 15 ბოროტმოქმედია ლიკვიდირებული.

ეგვიპტეში გუშინ მომხდარ ტერაქტზე ჯერ არც ერთ  ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.