“ამ დიდებულ დღეს, ყველამ ერთად გავიღვიძეთ კლინიკაში ,, საქართველო’’…

F-news

ნესტან ელისაბედ კირთაძე

კლინიკა _ ,, საქართველო’’

ამ დიდებულ დღეს, ყველამ ერთად გავიღვიძეთ კლინიკაში ,, საქართველო’’.
ამას არ ვამბობ ირონიით.
ეს, არც ჩემი გროტესკია.
ეს რეალობააა.
21–ე საუკუნის ამ მონაკვეთის საქართველოს სამწუხარო და ურთულესი რეალობა.

თ უ მ ც ა
უფრო დიდი დაცემა ჰქონია საქართველოს.
უფრო დიდი დაცემა ჰქონიათ საკლესიო მსახურთ, რომლის აპოგეად იქცა მატიანისაგან დაუფარავად შემონახული და სტამბულის და აღმოსავლეთის სხვა ბაზრებზე მონებად გაყიდული ქართველი გოგო–ბიჭები, რომელსაც ეკლესიის მსახურნნი ჩადიოდნენ და ამას ,, ტყვეთა სყიდვა’’ ჰქვია საქართველოს ისტორიაში.
და კიდევ სხვა მძიმე ისტორიები…

ახლა ტყუილ–მართალი ერთმანეთში აირია.
ახლა ყველა თავისი ინტერესებით, აზროვნებითი შესაძლებლობებით, განზრახვებით და ინტერპრეტაციებით არის დაკავებული…

ეს ბევრად საშიში პროცესია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
ეს საქართველოს დაშლის პროცესის გაგრძელებაა.
ეს საქართველოს ეკლესიის განხეთქილებისა და დაშლის პროცესია.

დანარჩენი_ დამკვეთნი, რეჟისორები, აქტორები, შეკერილი საქმეები… დეტალები, მხოლოდ ამ მიზნისკენ მიმავალი კომპონენტებია, რომლებმაც ყველაზე ამაზრზენი სურათი უნდა უნდა შექმნას და საქართველოსთვის ყველაზე დამღუპველი შედეგების ,,საფუძვლები ‘’ მოამზადოს.

ეს ჩვენს თვალწინ მზადდება.
მზადდება იდეოლოგიურად და პროპაგანდისტულად.
მზადდება ემოციურად და ფსიქოლოგიურად და ყველაზე მგრძნობიარე თემებით მზადდება.
მზადდება უმძიმესი გადაწყვეტილებებისათვის.

მინდა იცოდეთ ან შეგახსენოთ , რომ ქრისტიანობა საქართველოსთვის მხოლოდ რელიგია არასოდეს ყოფილა.

საქართველომ ქრისტიანობა, იმთავითვე, მის იდეად და იდენტობად აქცია .

ამ იდეით და იდენტობით, ამ ყველაზე ძლიერი საყრდენით გადაურჩა კონტინენტური გზების გასაყარზე ეს პატარა, ქრისტეს კუნძული ისტორიის ყველა მღვრიე ტალღას და ქარიშხალს…

ერთხელ პატრიარქმა ილია მეორემ თავისი ეპისტოლე ასე დაიწყო: _ ,, შეურიგდით ღმერთს!!!“

გილოცავთ დღევანდელ დიდ დღეს – მირქმას! 

მშვიდობა და გამარჯვება თქვენ და საქართველოს!!!