„როგორი სახიფათოა, როცა თავისუფალ მედიაშიც აღწევს ეს ძალა და უბრალოდ წყდება ღია დისკუსია“

წუხელ გადაცემა „არჩევანში“ მიწვეული სტუმრები სტუდიაში არ შეუშვეს და დებატები მეორე დღისთვის გადაიტანეს. წამყვანის თქმით, ღია ეთერი მხოლოდ იმიტომ გადაიდო, რომ არ სურთ უდანაშსაულობის პრეზუმციის დარღვევა და დისკუსია გააანალიზების შემდეგ გავიდოდა ეთერში.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყო „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე, რომელმაც მომხდარი შეაფასა:

-„მოიხსნა “არჩევანის” მეორე ბლოკი, სადაც პოლიტიკოსებს, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თეოლოგებს, საზოგადოების აქტიურ წევრებს უნდა გვემსჯელა საპატრიარქოს თემაზე. უკვე სტუდიაში შესვლას ველოდებოდით.

ჯერ მართლა ხუმრობა მეგონა, როცა მიზეზად სასულიერო პირების თხოვნა დაგვისახელეს, მაგრამ იმდენი ბოდიში მოგვიხადეს, ხუმრობა რომ არ იყო გასაგები გახდა. ხვალ იქნებაო საგანგებო გამოშვება “არჩევანის” სწორედ ამ შემადგენლობით იგივე თემაზე სადისკუსიოდო. მაგრამ..

მაგრამ როდესაც ეკლესიის, როგორც ორგანიზაციის გავლენებზე სასაუბროდ მოვედით, საპატრიარქოს ღრმა სისტემური კრიზისის გასაანალიზებლად, ხელისუფლების და ეკლესიის შერწყმით გამოწვეულ მძიმე მოვლენებზე სადისკუსიოდ, ხელისუფლების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეში დარღვევების ფონზე ყველა ინსტიტუტის მიმართ ნდობის დაკარგვის ტენდეციის საშიშროებაზე ღიად სასაუბროდ, როგორი სახიფათოა როცა სწორედ ასეთ დროს თავისუფალ მედიაშიც აღწევს ეს ძალა და ერთი თხოვნით უბრალოდ წყდება ღია დისკუსია“.