ილია მეორემ ბათუმში გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პარაკლისი უნდა ჩაატაროს

პატრიარქი ბათუმში ჩავიდა. ილია მეორემ ბათუმში გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პარაკლისი უნდა ჩაატაროს.

მანამდე კი უწმინდესმა და უნატარესმა ილია მეორემ ბათუმში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

“საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას, ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდში წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო  და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ამასთან შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელისგან,”- წერია სამძიმრის წერილში.