“გამოცხადდეს სოროსი შინაურ ტერორისტად”-პეტიცია თეთი სახლის ონლაინ-პლატფორმაზე

პეტიციამ თხოვნით, რომ ამერიკელი მილიარდელი ჯორჯ სოროსი მიიჩნიონ ტერორისტად 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. პეტიციის ტექსტი თეთრი სახლის ონლაინ-პლატფორმაზე გამოქვეყნდა.

https://petitions.whitehouse.gov/petition/declare-george-soros-terrorist-and-seize-all-his-related-organizations-assets-under-rico-and-ndaa-law

პეტიციის ავტორები ამტკიცებენ, „სოროსი ცდილობდა დესტაბილიზაციას და მოქმედებდა ამერიკისა და ამერიკელების ინტერესების წინააღმდეგ“.

სოროსს ადანაშაულებენ დემოკრატიულ პარტიასა და ქვეყნის ფედერალურ მართვაზე არაჯანსაღ ზემოქმედებაზე. ამის გამო პეტიციის ავტორები გამოდიან წინადადებით სოროსი შინაურ ტერორისტად აღიარონ.

ამ დროისთვის თეთრ სახლს პეტიციაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.