სოფელ ხაშმში ხანძარს ებრძვიან

კახეთში, სოფელ ხაშმში მდებარე აგარაკების ტერიტორიაზე ხანძარია. ხანძრის ჩაქრობას საგარეჯოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. როგორც მოსახლეობა ამბობს, ცეცხლი სატრანსფორმატორო ჯიხურს გაუჩნდა, რომლითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ელექტროენერგიით მარაგდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ტრანსფორმატორიდან ცეცხლი გარეთ, ხმელ ბალახს მოედო. საგარეჯოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის ზაქარია ოტიაშვილის თქმით, ამ წუთებში, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, მიმდინარეობს მუშაობა მისი ლიკვიდაციისთვის.

დამწვარია ერთ ჰექტრამდე ფართობი. ოტიაშვილის თქმით, დილას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ხანძრის მიზეზის გასარკვევად, მასალები პოლიციას გადაეგზავნება.