საქართველოს პატრიარქი ბათუმში ჩავიდა და ხანძრის შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში ჩავიდა. უწმინდესმა  სასულიერო პირებთან ერთად სასტუმრო “ლეოგრადში” გარდაცვლილ პირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდის შემდეგ პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის სახელით  გარდაცვლილ პირთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

გვიან ღამით სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.