შემოქმედ ქალთა ფესტივალი 9 დეკემბერს უკვე მესამედ გელით

წელს, 9 დეკემბერს,  შემოქმედ ქალთა ფესტივალი უკვე მესამედ იმართება.

ფესტივალის ორგანიზატორია ,,ქალები საქართველოსთვის და ,,სამოქალაქო პლატფორმა -ახალი საქართველოს” ქალთა ორგანიზაცია. ფესტივალში მონაწილეობენ  შემოქმედი ქალები, რომლებიც თავისი ხელით ქმნიან ნიმუშებს.

GmTV ორგანიზაციის თავმჯდომარეს თეონა ჭალიძეს გაესაუბრა.

-ფესტივალის პირველადი მიზანია ერთ სივრცეში თავი მოუყაროს შემოქმედ ქალებს და მათ მისცეს საშუალება ერთამანეთი გაიცნონ და შედგეს მათ შორის კომუნიკაცია, რისი დეფიციტიც თავად აქვთ. ფესტივალის მიზანია შემოქმედი ქალების ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და მათი პოპულარიზაცია, მითუმეტეს რომ ბევრი მათგანი საერთოდ განსხვავებული მასალით და ტექნოლოგიით მუშაობს. დამთვალიერებლისთვის ფესტივალზე მოხვედრა არის უფასო, მათ საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ნამუშევრები და შეიძინონ კიდეც ავტორების თანხმობით.

ნამუშევრების თემატიკა შეზღუდული არაა და წარმოდგენილი იქნება საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებული აქსესუარებიც. მონაწილე ქალებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატები.

-წელს რამდენი ქალბატონი დარეგისტრირდა ფესტივალში მონაწილეობისთვის?

-უკვე 30-მდე ქალბატონია დარეგისტრირებული, მაგრამ რეგისტრაცია გრძელდება. 9 დეკემბერს ნამდვილად ულამაზესი სანახაობა ელით ფესტივალის სტუმრებს. გაიმართება  გამოფენა-გაყიდვაც.

-თეონა, თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი ფესტივალში მონაწილეობის, რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა? მიმართეთ ქალბატონებს.

-ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ sms-ით სახელი, გვარი, ტელეფონი და დაგიკავშირდებით. მოგვწერეთ ნომერზე – 591051601
თქვენ და თქვენი შემოქმედება ნამდვილად იმსახურებთ საზოგადოების ფართო ფენებმა გაგიცნონ.

ფესტივალი გაიმართება 9 დეკემბერს. მისი მასპინძელია სავაჭრო ცენტრი „მეგალაინი“ (აგლაძის 15)