გიგი წერეთლის ადგილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის პოსტზე არ არის!

   “ეროვნული ფორუმისერთ-ერთი ლიდერის, ანი მიროტაძის განცხადებით, გიგი წერეთელს და “ნაციონალურმა მოძრაობას” ქვეყნისთვის წარმატება არ მოუტანიათ და ამიტომ წერეთლის ადგილი ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის პოსტზე არ არის.

-„გიგი წერეთელი, რა თქმა უნდა, არ უნდა აირჩიონ, არა იმიტომ რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრია და მე ჩასაფრებული პოზიცია მაქვს, არამედ მას ქვეყნის იმიჯისთვის, მისი წარმატებითვის გარე ველზე, არაფერი გაუკეთებია. პირიქით, მან და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან ბევრი დაუშავეს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია და ლიდერი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ როცა მოქმედებს, მისი ადგილი ასეთ მაღალ  თანამდებობაზე არ არის”-განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარის დატოვება