შალვა ნათელაშვილი – ვიოლა ფონ კრამონი იყო კელი დეგნანთან ერთად მთავარი ინიციატორი, რომ პარტიები შეეთრიათ უკანონო და სამარცხვინო პარლამენტში

ვიოლა ფონ კრამონი იყო კელი დეგნანთან ერთად მთავარი ინიციატორი, რომ პარტიები შეეთრიათ უკანონო და სამარცხვინო პარლამენტში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილმა  ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი .

„ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი  წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის პირად ლობისტს ევროსტრუქტურებში. ის იყო კელი დეგნანთან ერთად მთავარი ინიციატორი, რომ პარტიები შეეთრიათ ამ უკანონო და სამარცხვინო პარლამენტში. ამიტომ, მე ამ ქალბატონის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ ვაკეთებ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის ევროდეპუტატმა განაცხადა, რომ „ამნისტიის კანონში ორივე მხარისთვის მიუღებელი პუნქტებიც იქნება, თუმცა სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა“.