პუტინის პირადი არმია-მოქალაქეები ამბობენ, რომ რუსეთში 1937 წელი ბრუნდება

ჯერ კიდევ აპრილში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეროვნულ გვარდიას შექმნიდა, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებები ექნება. რუსეთის მოსახლეობამ მაშინვე განაცხადა, რომ მათთან 1937 წელი ბრუნდება.

დღეს კი რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ეროვნული გვარდიის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა. უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ გვარდია უშუალოდ პრეზიდენტს დაემორჩილება.

კანონის თანახმად, ეროვნული გვარდიის, როგორც სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციის დანიშნულება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, კანონისა და ადამიანის თავისუფლების დაცვა იქნება.

გავრცელებული ცნობით, ჯარი ჩართული იქნება საზოგადოებრივი წესრიგის, მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების დაცვაში. ისინი ასევე მიიღბენ მონაწილეობას ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, ასევე უზრუნველყოფს საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ რეჟიმებსა და კონტრტერორისტულ ოპერაციებში.

კანონის თანახმად, ნაციონალური გვარდიის წევრს აქვს იარაღის ტარებისა და შენახვის უფლება, ასევე მას შეუძლია როგორც სამხედრო ფორმის, ისე სამოქალაქო ტანსაცმლის ტარება.

ამ თემას რუსეთში უკვე უამრავი პოლიტიკური თუ იუმორისტული შოუ მიეძღვნა, ახალ ეროვნულ გვარდიაზე წერს მსოფლიო პრესაც.

როგორც ირკვევა გვარდიას უფლება აქვს გაუფრთხილებლად ისროლოს, შევარდეს სახლში, მათ მოვალეობაშია ექსტრემიზმთან და ტერორისმთან ბრძოლა, ასევე შეუძლიათ შეამოწმონ ნებისმიერი მოქალაქე და ჩააბარონ პოლიციას, გვარდიას შეუძლია დაარბიოს მშვიდობიანი აქციას და ამასთან გამოიყენონ რეზინის ტყვიები, ხელკეტები, ცრემლსადენი და მომწამვლელი გაზიც კი. გვარდიელებს შეუძლიათ დააკავონ და ადგილზეც კი დახვრიტონ ფსიქიატრიული თუ ჩვეულებრივი საავადმყოფოდან გაქცეული პაციენტი. ეროვნული გვარდია, ანუ როგორც მას უწოდებენპუტინის პირადი არმიაშეიძლება უპრობლემოდ ჩაერიოს თუნდაც ოჯახურ კონფლიქტში და ოდნავი წინააღმდეგობის გამოვლენისას ადგილზე ლიკვიდაციაც კი მოახდინოს. მოკლედ, როგორც ამბობენ, პუტინმა არსებული რეჟიმის დასაცავად შექმნაეროვნული გვარდია“.

ეს იდეა მოეწონა ჩეჩნეთის ლიდერსაც და კადიროვმა გადაწყვიტა თავისი გვარდიაც პუტინის პირად გვარდიას შეუერთოს და „ეროვნულმა გვარდიამ ეროვნული დამნაშავეები“ უფრო კარგად დასაჯოს, საკუთარი მოქალაქეები კი დააშინოს.

ექსპერტები ამბობენ, რომ პუტინმა გვარდიის შექმნით პოზიციები გაიმყარა და „მოსკოვური მაიდანის“ შიში უკვე არარ აქვს, არადა კულუაებში სწორედ სამოქალაქო აჯანყებაზე იყო საუბარი, რომელსაც პუტინმა ეროვნული გვარდიის შექმნით უპასუხა.

ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელად პუტინის ყოფილი პირადი მცველი, შინაგანი ჯარების მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი დაინიშნა.   90-იან წლებში ის სობჩაკის დაცვა იყო და იქ გაიცნო პუტინიც, რომელსაც მერის პორტფელი დაჰქონდა. ზოლოტოვი იდგა ელცინის გვერდითაც ბარიკადებზე და როგორც კი პუტინი პრემიერი გახდა, მან მაშინვე მისი დაცვის უფროსად გადაინაცვლა. 2013 წლის მერე კი მისი უფლება-მოსილება კიდევ უფრო გაიზარდა და რუსეთის შინაგანი ჯარების მეთაური გახდა, ამავე დროს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ეროვნული გვარდიის შექმნა აქტიურად განიხილება როგორც რუსულ ბლოგებში, ასევე იუმორისტულ გადაცემებში, განიხილება და ისმის მთავარი კითხვა-რად უნდა პუტინს ეროვნული გვარდია? ოფიციალური კრემლი ამბობს, რომ ეროვნული გვარდია დაიცავს უსაფრთხოებას, თუმცა აქაც ისმის კითხვა-მაშინ რაღა საჭიროა უსაფრთხოება და სხვა ანალოგიური სტრუქტურები?

სანამ ექსპერტები ამ კითხვაზე პასუხს იძიებენ,  ბლოგერები აანალიზებენ,  ტელე-შოუები იუმორისტულად ხატავენ და „კბილს ჰკრავენ“ პუტინს და მის გარემოცვას, უბრალო მოქალაქეები ამბობენ, რომ რუსეთში 37 წელი ბრუნდება და იმასაც ამბობენ, რომ მოქალაქეებში ბევრი არა, მაგრამ პატარა შიშის მარცვალი ღვივდება…არც არის გასაკვირი-ეროვნულ გვარდიას შეუძლია გაუფრთხილებლად ისროლოს, დააკავოს და მიზეზიც არ ახსნას, შევარდეს ნებისმიერი ადამიანის სახლში და …და….და….

ასეა თუ ისე, მედიაში უკვე გავრცელდა ვარაუდი, რომ პუტინს მომავალი არჩევნებისთვის არეულობის ეშინია და ეროვნული გვარდიის შექმნა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

fe7af2da029c304a83ccb9e41c834e30

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება