მიხეილ ბატიაშვილი – დღეს ძალიან ამაყები ვართ…

მიხეილ ბატიაშვილი

დღეს ძალიან ამაყები ვართ, რომ მსოფლიოს N1 უნივერსიტეტმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) რეგიონში პირველ პარტნიორად – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) შეარჩია და დღეიდან ერთობლივ პროექტს ვიწყებთ!

🔹 MIT-ის სასწავლო პროგრამა უნივერსიტეტში 4 კვირის განმავლობაში 9 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები შერჩეულ კანდიდატებს მეწარმეობასა და სტარტაპის ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით გადაამზადებენ.

🔹 MIT-ის პროექტში 28 სტუდენტი მონაწილეობს, 18 ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტია, 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტები.