„საზოგადოებას აქვს განცდა, რომ უსმენენ, ხალხთან კომუნიკაცია აუცილებელია“

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარსდგნენ.

როგორც ჩვენთან საუბარში ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე აცხადებს, გაწეული სამუშაოების შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია, რადგან ხალხსა და მუნიციპალიტეტს შორის მჭიდრო კომუნიკაციაა, მაგრამ კანონის მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ამომრჩევლებს 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიში ოფიციალურად  წარუდგინეს.

15057841_1846326332322688_852448137_n

ანგარიშის წარდგენისას ისაუბრეს დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, სოციალურ პროგრამებზე, ასევე მიიღეს ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ, იმსჯელეს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

საზოგადოების მხრიდან დასმული იყო კითხვები, რომლებზეც პასუხები მაჟორიტარი დეპუტატებისგან მიიღეს.

15129891_1846326335656021_761560101_n

-„მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც იგეგმება, შეხვედრები ითვალისწინებს მუშაობის გამჭვირვალობას, აზრთა და წინადადებების გაცვლას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას აქვს განცდა, რომ მათ უსმენენ და ჩვენ კი ვხედავთ რამდენად არის ჩვენი მოსახლეობა გააქტიურებული, მომთხოვნი და სამართლიანი. ხალხთან კომუნიკაცია აუცილებალია“-გვითხრა გოდერძი ბარბაქაძემ.

კომენტარის დატოვება