ვირის ხორცთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ექსპერტიზის პასუხის მიხედვით შპს „ ფარმას ე.წ. მწვანე ბაზარში ნაყიდი ხორცი ვირის არ აღმოჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო geomediatv.ge-ს ვებ  გვერდზე  რამდენიმე დღის წინ მოქალაქის მოთხოვნით  გამოქვეყნდა მასალა, სადაც მომხმარებელი  აცხადებდა, რომ მას „ქუთაისის  შ პ ს „ ფარმას “­ -ს  ე.წ. მწვანე ბაზარში ვირის ხორცი მიჰყიდეს. მისივე თქმით  ხორცი ექსპერტიზის   ბიუროშიც წაიღო­, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი  სააგენტოს ბაზრის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა, ჟურნალისტსა და ქუთაისის შ პ ს „ფარმას“ მწვანე ბაზრის დირექტორს ოლეგ არღვლიანს შორის  მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, არღვლიანმა ჟურნალისტს  არაკომპეტენტური და ცილისმწამებელი უწოდა.

ვირის ხორცთან დაკავშირებით სააგენტომ განაცხადა, რომ ექსპერტიზის პასუხის გარეშე მტკიცებით ფორმაში საუბარი მიზანშეწონილი არ იქნებოდა. ბაზრის ხელმძღვანელის გაღიზიანება კი გამოიწვია მასალაში აღნიშნულმა ინფორმაციამ, რომ  მალფუჭებადი  ფრინველის ხორცი არ არის მოთავსებული მაცივარში და  ყოველგვარი დაცვის გარეშე დახლებზე იყიდება. თავად დირექტორი ამბობს, რომ მის ბაზარში ყველაფერი ნორმის დაცვით მიმდინარეობს,  თუმცა იქ შესული მომხმარებელი სხვა რამეს ხედავს, სწორედ ეს სხვა რამ დავინახეთ ჩვენც, რაც მისი უკმაყოფილების გამომწვევი გახდა.

15086289_352225998473620_333621864_n 15139581_352226011806952_1626906756_n

ასევე საუბარია რძის პროდუქტებზე, ფქვილზე, და ა შ შ , რომელთა რეალიზაციას ბაზრის ხელმძღვანელობა ყოველგვარი დაუცველობის გარეშე უწევს.

წინა მასალაში მოქალაქე ჩვენთან საუბრისას აცხადებდა:

– ­„ქუთაისის შ პ ს „ფარმას“_ ს ბაზარზე ხორცი ვიყიდე, როგორც კი მივიტანე ბაზრიდან სახლში, საშინელი ყვითელი და სულ სხვანაირი ხორცი იყო ,გამიკვირდა დაბალ ფასში ვიყიდე, 6 ლარი გადავიხადე კილოში, წლებია მეც ამ სფეროში ვმუშაობ და მეც არაჩვეულებრეივად ვიცი როგორი ხორცი არის საქონლის და როგორია ვირის, საერთოდ არ ექცევა ყურადღება აღნიშნულ ბაზარში რა იყიდება, ახლა ამ ხორცს ექსპერტიზაზე წავიღებ და იქ დავადგენ, რომ ეს ხორცი ვირისაა, აქამდე მეჩხუბებოდნენ, რომ მივიტანე უკან და ვუთხარი, რომ ვირის ხორცია, აქეთ დამადანაშაულეს ­შარს გვდებო. მერე ვუთხარი, რომ ექსპერტიზაზე მიმაქვს, მაშინვე მოლბნენ და ხორცის გამოცვლა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა არ დავუტოვე, რასაც ჰქვია ძალით წამოვიღე, ახლა ექსპერტიზის პასუხს ველოდები და შემდეგ საჯაროდ გამოვალ, ყველას გასაგონად განვაცხადე,ბ რომ ბაზარში საშინელი ხორცი იყიდება, არც ყურადღებას აქცევენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ბოლო­ბოლო ვიღაცამ უნდა გაბედოს და ამოიღოს ხმა, ასე მხოლოდ ჩვენ, მომხმარებლები ვზარალდებით”­

ექსპერტიზის პასუხი ცნობილია.  ქუთაისის შპს „ ფარმას „ ე . წ . მწვანე ბაზარის ხელმძღვანელობა განცახდებას ავრცელებს.

15134523_352682648427955_1519337531_n 15139561_352682651761288_401865943_n

­ „ ჩვენთვის ცნობილი გახდა, საინფორმაციო სააგენტო geomediatv.ge_ს მიერ, 2016 წლის 02 ნოემბერს გავრცელებული ესკლუზიური ინფორმაცია ,,მოქალაქე: „ქუთაისის შპს „ფარმას“­ ს ე.წ. “ მწვანე ბაზარში ” ვირის ხორცი მომყიდეს! ’’ – აღნიშნულ ინფორმაციაში საუბარი იყო იმის შესახებ , რომ შპს „ფარმას“ ტერიტორიაზე მოქალაქეს საქონლის ხორცის ნაცვლად ვირის ხორცი მიჰყიდეს. აღნიშნული სტატია არის დაუდასტურებელი და ცილისმწამებლურ ფაქტებს შეიცავს, რაც უარყოფითად მოქმედებს და ლახავს ჩვენს საქმიან რეპუტაციას. იმ ხორცისგან, რომელზეც მოქალაქე აცხადებდა, რომ იყო ვირის ხორცი, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ აღებულ იქნა სინჯი, რაზეც ჩატარდა კვლევა (გამოცდა) შპს ,,ხარისხის ლაბორატორია LLC Quality lab “­ის მიერ. კვლევის თანახმა შემოწმებისთვის წარმოდგენილ ხორცის ნიმუშში არ აღმოჩნდა ცხენის დნმ­ის სახეობრივი მარკერი (რომელიც იგივეა ვირის ხორცისთვისაც). შესაბამისად ხორცი იყო საქონლის და საკვებ პროდუქტად გამოსაყენებლად ვარგისი. როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ, ასევე სტატიაში მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ ჩვენთან იყიდება შეუმოწმებელი და უვარგისი ხორცი, რადგან შპს,,ფარი“ მკაცრ კონტროლს ახორციელებს ბაზარში შემოტანილი ხორცის ვარგისიანობაზე. ხორცპროდუქტების მიღება იკრძალება მისი ვარგისიანობის დამადასტურებელი ცნობის ­ფორმა # 2­ის გარეშე და შემდგომშიც შემოტანილ პროდუქტის ვარგისიანობას აკონტროლებს შპს ,,ფარის“ ვეტლაბორატორია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენივე სააგენტოს მეშვეობით სასწრაფოდ დაბლოკოთ თქვენს მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით , ამასთან უარყოთ თქვენი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია და გაავრცელოთ ჩვენს მიერ მოწოდებული სწორი ინფორმაცია“- განცხადებას  შპს ,,ფარის“ დირექტორი ოლეგ არღვლიანი ავრცელებს.

ჩენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – მასალაში არ იყო დადასტურებულად ნათქვამი, რომ ხორცი ნამდვილად ვირის იყო. “საქმეში ექსპერტები ჩაერთვნენ და როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაირკვევა”-ვწერდით მითითებულ სტატიაში.

რაც შეეება  დახლებზე  განლაგებულ  და ყუთებში ჩაწყობილ ფრინველის  ხორცსრომლიც  სპეციალური მაცივრების გარეშე იყიდება,  არღვლიანი ამბობს, რომ რამდენიმე გამყიდველს გაფრთხილებაც აქვს მიღებული და თუ არ მოხდება დარღვევის  გამოსწორება, ურჩ რეალიზატორებთან  ხელშეკრულებას გააუქმებს.

კომენტარის დატოვება