„დიდოუ ნანა გამაგონე“ – მიყვარს სამეგრელო…”

კინოთეატრში „კავეა“ მომღერალ კაკი ბოლქვაძის და ახალგარზდა შემსრულებლის მარიამ კევლიშვილის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

„დიდოუ ნანა გამაგონე“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც თავად მომღერალ კაკი ბოლქვაძის ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი ნანა ცინცაძე გახლავთ.

„საუნდ ინჟინერიაში“ ჩაწერილი სიმღერის არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის. რაც შეეხება კლიპს, მისი რეჟისორი ბესო კვარაცხელია გახლდათ. 

 

„ძალიან მიყვარს სამეგრელო და დიდ პატივს ვცემ მეგრელებს.

ამ მხარემ ოდითგანვე ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და ამ სიმღერით მინდა, რომ ჩემი მხრიდან ერთგვარი პატივისცემა გამოვავლინო ამ მხარის მიმართ“, – განაცხადა კაკი ბოლქვაძემ.

კლიპის პრეზენტაცია ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მხურვალე აპლოდისმენტებით კაკის და მარიამს მიულოცეს ახალი ნამუშევარი.

კაკი ბოლქვაძე და მარიამ კევლიშვილი