“თაღლითური სპეცოპერაცია “ანაკლია” და რა შუაშია ივანიშვილი?..”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გიორგი მუხიგულაშვილი

უფლებადამცველი

 

-სპეც ოპერაცია “ანაკლია”

რამოდენიმე წლის წინ დაიწყო ფულის შოვნის სპეცოპერაცია “ანაკლია” სააკაშვილმა და როგორც ტრამპს ეპატიჟებოდა 250 მილიონის ჩადებაში, ისე ლამაზად ჰქონდა შეფუთული ანაკლია- ლაზიკის გეგმაც.

ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის გასინგაპურების დაპირებები და მარკეტინგულად შეფუთული ტყუილები, რითიც უამრავი ბიზნესმენი და სახელმწიფო წარმომადგენელი იქნა მოტყუებული . როდესაც ანაკლია ლაზიკის პროექტს აპიარებდა სააკაშვილი, მაშინ უამრავმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა ფულის ჩადება და დაესივნენ მიწებს ანაკლიის ტერიტორიებზე და აქედან დაიწყო სპეცოპერაცია “ანაკლია ლაზიკას” ჩანაფიქრის შესრულება .

სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწები, ჭაობები რომლებზეც უნდა აშენებულიყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და ქალაქი ლაზიკა საეჭვო ვითარებაში გადაეცათ რამოდენიმე პირს, ერთ – ერთი მამუკა ხაზარაძე გახლდათ, რომლებმაც გახარბებულ სომხებზე და ირანელებზე მოახდინეს გადაყიდვა . რეალურად ამ პირებმა სახელმწიფოსგან ჭაობები “იყიდეს” 1$ ად და ანაკლიის პორტის და ლაზიკის პროექტის ლამაზად შეფუთვის შემდეგ გადაყიდეს 80$ დან 100$ ის ფარგლებში . აღნიშნული ოპერაციით სააკაშვილის კარის ბიზნესმენებმა და ასევე მამუკა ხაზარაძემ თითქმის 200 მილიონიანი მოგება ნახეს და სწორედ აქედან დაიწყო ხაზარაძის სიწუწკე .

მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც მოინდომა ანაკლიის პორტის წილში ყოფნა ისევ დაგეგმა ფულის შოვნის სპეცოპერაცია და ახლა უკვე პორტის სტატისტიკების მეშვეობით დაიწყო ბიზნესმენებში სიარული და დარწმუნება, რომ ანაკლიის პორტში თუ ჩადებდნენ ფულს ისინი უდიდეს ბიზნესს დაიწყებდნენ და მოგებაც უდიდესი ექნებოდათ, მაგრამ აქაც მიუხვდენენ ხაზარაძის ჩუმ ჩანაფიქრს და ყველამ ნათლად დაინახა, რომ თუ რომელიმე ბიზნესმენი ანაკლიის პორტში ფულს დააბანდებდა მამუკა ხაზარაძე მშენებლობაში ტექნიკის შეძენასა და სხვა უამრავ პროცედურაში ფულს მოუტეხავდა და ბოლოს შერჩებოდათ ჩვეულებრივი პორტი და აქედან გამომდინარე მიიღო მან უარი ყველა ბიზნესმენისგან .

ახლა იმას გეტყვით, რატომაა ანაკლიის პორტი ჩვეულებრივი პორტი და არა ისეთი სასწაული როგორსაც ტელევიზიებით ვიგებთ . ანაკლიის პორტი გეგმით გათვლილია წლიურ 100 მილიონ ტონა ტვირთზე მაგრამ საქართველოს რკინიგზას რესურსი ტვირთ გამტარიანობაზე თითქმის ნახევარი აქვს აქედან ჩნდება კითხვა თუ პორტი მიიღებს წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს და მას გადაზიდვა ხელს ვერ შეუწყობს მაშინ როგორაა საქმე? მამუკა ხაზარაძის კაპიტალ დაბანდება აღნიშნულ პროექტში სულ რაღაც 3 მილიონ დოლარს შეადგენს რაც ჩემთვის ცნობილი გახდა და მეტად კომიკურია ნახევარ მილიარდიანი პროექტის თანაინვესტორი სამ მილიონს რომ ხარჯავს . ვინაიდან მამუკა ხაზარაძე არ იმეტებდა პირად ფულს პროექტში ჩასადებად და იგი სხვა ბიზნესმენებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ყველასთვის ნათელი გახდა ხაზარაძის ჩანაფიქრი და აქედან გამომდინარე გაუჩნდათ მოთხოვნა რომ ხაზარაძე ფინანსურ სექტორში ეღიარებინათ როგორც ფულის გამთეთრებელი .

ვსვავ კითხვას აქ რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რომელსაც წლებია დასდევს და ეხვეწება ანაკლიის პორტში ფულის დაბანდებას. ჩვენ ასევე ვიხილეთ გარკვეული ტელევიზიების პანიკა როდესაც მათ სარეკლამო რგოლების მსხვილ კლიენტს პროკურატურა შეეხო და ისიც ვიხილეთ რომ ხაზარაძეს თურმე ბიძინა ართმევს პორტს რომ რუსული ინტერესები გააკამყოფილოსო მაგრამ ერთი რამ ყველას გვავიწყდება რა შუაშია აქ ივანიშვილი როდესაც ხაზარაძე რუს ბიზნესმენებთან თვითონ ახდენდა მოლაპარაკებებს .