ოთხოზორიას მკვლელობის საქმე, ლუკავას გათავისუფლება…-გალში შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გასამართლებული რაშიდ კანჯი- ოღლის გადმოცემის საკითხს დააყეენებს. ასევე ისაუბრებენ მამა-შვილი როგავების უკანონო დაკავების შესახებ. ქართული მხარე კვლავ მოითხოვს დრანდის ციხეში უკანონოდ მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლებას.

დღევანდელ შეხვედრაზე  განიხილავენ  იმ საკითხებს, რომელიც ოკუპირებულ გალის რაიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოხდა.