„თუ მიტოვებულ სოფლებში კერებზე ცეცხლი არ გაჩნდება-მტერი ადვილად მოგვერევა!“-რას აპირებს ჟურნალისტი…

ქეთი მიქაძე  

დაცარიელებული, სიცოცხლეშეჩერებული სოფლები, სადღაც იმედად ერთი სანთელი მაინც ბჟუტავს და ელოდება სხვა სანთლების ანთებას, რომ ერთად დიდი ნათება გამოიწვიონ და სიცოცხლეს მოუხმონ. დაცლილი სოფლების პრობლემა მწვავედ დგას საქართველოში, სიმწვავე უფრო ძლიერდება საზღვრისპირა რეგიონებში…

პრობლემა უკვე სცილდება ერთი რომელიმე სოფლის საზღვარს და სამწუხაროდ მასობრივ სახეს იღებს. რადგან პრობლემა არსებობს, სადღაც მისი გადაჭრის გასაღებიც უნდა იყოს დამალული, მაგრამ პოვნამდე საჭიროა არსებულ მდგომარეობას თვალებში ჩავხედოთ, არ გავჩუმდეთ, „თვალი გავუსწოროთ“ და სხვასაც შევახსენოთ, საჭიროა ხმამაღლა ვთქვათ, ვაჩვენოთ და ერთად დავფიქრდეთ!..

მიტოვებული სოფლების თემა აღმოჩნდა ის მტკივნეული საკითხი, რომელიც აღარც დღე და აღარც ღამე არ ასვენებს ჟურნალისტს თინა თაყაძეს. საზღვრისპირა რაიონში მცხოვრები ყველაზე კარგად ხედავს ამ პრობლემის სიმწვავეს, შედეგს და …

თუმცა სჯობს თავიდან დავიწყო. რამდენიმე ხსნის წინ თინა დამიკავშირდა და მითხრა, რომ მიტოვებულ საზღვრისპირა სოფლებზე ფილმის გადაღებას აპირებს. რადგან ჩვენ ხშირად გავდივართ ამ ადგილებში და საკუთარი თვალით ვხედავთ რა ხდება და რას ამბობენ სოფლებში, თინას სცენარმა ძალიან დამაინტერესა და მართლაც რომ „ერთი ჩასუნთქვით“ წავიკითხე. როცა ვკითხულობდი, ვხედავდი ამ ადამიანებს და ვგრძნობდი რამდენად გულწრფელი იყო თინას ტკივილი, ვხვდებოდი მის შემაქთებას და მიხაროდა, რომ ასე ახალგაზრდა ამ თემით დაინტერესდა.

დღეს კი მინდა საჯაროდ გამოვიტანო ეს თემა და თქვენამდე მოვიტანო, მინდა იმ ადამიანების ყურადმე მივიტანოთ სათქმელი, რომლებსაც შეუძლიათ ახალგაზრდა ჟურნალისტს დაეხმარონ და ფილმმა სიცოცხლე შთაიბეროს, რადგან ეს პრობლემა ჩემიცაა, შენიცაა, მათიცაა…ჩვენია!

თინა, მოდი საზოადოებას მოვუყვეთ რას ეხება ფილმი, როგორ ვითარდება სიუჟეტი.

-ფილმი ეხება საზღვრისპირა რეგიონებს, მიტოვებულ სოფლებს, სადაც აღარ უნდათ ცხოვრება ახალგაზრდებს და წავიდნენ სხვადასხვა ქალაქებში, უმეტესობა კი ქვეყნის გარეთაა გადახვეწილი. ისტორია ასე ვითრდება: დამწყებ ჟურნალისტს ეტყვის რედაქტორი, რომ გააკეთოს რეპორტაჟი რაზეც სურს. მოწონების შემთხვევაში კი მას დაასაქმებს. რედაქტორი მიუჩენს მას ოპერატორს, რომელიც დიდი ხანია შეყვარებულია ჟურნალისტ თამარზე. ისინი გაემგზავრებიან ქართლში. მძღოლი, რომელიც მათ ემსახურებათ, გორიდანაა, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები ისიც აქეთ, დედაქალაქში წამოვიდა საცხოვრებლად, რადგან იმ პატარა ქალაქში ვერ ნახა სამსახური.

პირველად თამარი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაც შეიძლება კარგად გააკეთოს რეპორტაჟი, ტედაქტორს მოეწონოს და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყოს, რაღც შეიცვალოს… ფიქრობს თუ რა სიტუაცია იქნება იქ და თავის წარმოსახვაში კადრებს და ტექსტებს ალაგებს,

მაგრამ უკვე ადგილზე ჩასულს სულ სხვა რეალობა ხვდება, ხვდება ის, რაზეც არ უფიქრია…

მიტოვებულ სოფელში, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ ორადაა გაყოფილი

თურმე არც მანამდე ცხოვრობდნენ ადამიანები, რამდენიმე ოჯახი იყო იქ დარჩენილი, რომლებიც საკუთარი შვილების და შვილიშვილების დაბრუნების იმედით ცოცხლობდნენ,

ახლა კი რუსეთის ოკუპაციის გამო ორად გაყოფილ სოფელის ერთ ნაწილში ექვთიმე და გოგია ცხოვრობენ, რომლებმაც უკვე 80 წელს გადააბიჯეს, მეორე მხარეს ოსის ქალი, რომელსაც ქართველი ქმარ-შვილი ჰყავდა, 3 დღეში ერთხელ, ყოველ სამ საათზე

მავთულხლართებიდან აწვდის მეზობლებს ოსურ ხაჭაპურს ჩვეულება და წესი რომ გააგრძელონ. მოხუცი ექვთიმე და გოგია არ ელოდებიან აქ ვინმე სულიერს, ისინი მხოლოდ ერთი იმედით ცხოვრობენ, როგორ შემოღობავენ ბაღს ამ მავთულხლართებით და როგორ გაახარებენ შვილებს და შვილიშვილებს გამართული და აყვავებული ვენახით, თუმცა იმედი დღითი დღე უცრუვდებათ, აი სწორედ ამ სოფელში ახლადაბალახებულ ბილიკზე გამოჩნდებიან დავითი და თამარი, თითქოსდა იმის ნიშნად, რომ მოხუცებმა იმედი არ უნდა დაკარგონ, ასე მიიჩნევენ ეს ბაბუები…

საკუთარი სასიყვარულო ისტორიებით გამართულ კინკლაობებს მაშინვე ივიწყებენ ახალგაზრდები, როდესაც ექვთიმეს ხვდებიან. აქ ინგრევა თამარის მოფიქრებული სიუჟეტიც და დაწერილი კითხვებიც, ის სულ სხვა სამყაროში ხვდება და ფილმის ბოლოს სულ სხვა ადამიანად გვევლინება-ერთ დღეში გაზრდილ და სამშობლოს ბედზე რეალურად მოფიქრალ ჟურნალისტად ბრუნდება ქალაქში…

ფილმში ნაჩვენებია ჩვენს ერებს ქართველებს და ოსებს შორის უწყვეტი კავშირი.

ეკლიანი მავთუილების მიუხედავად მათ არ ავიწყდებათ ის თანაცხოვრების ათწლეულები და ასწლეულები, რომლებიც ერთად გაუტარებიათ, ერთმანეთის გვერდით დამდგარან და ახლა რამ უნდა დააშოროს და რამ დააშორა ისინი?

ექვთიმე დარდობს საკუთარ სამშობლოზე, რომლეზეც არაერთხელ გოგიასთანაც უსაუბრია

ახლა კი ვინ იცის მერამდენედ უწევს მოჰყვეს ერთი და იგივე…ერთ დღესაც ატირებული გოგია ეტყვის ექვთიმეს, როდესაც მის კედელზე გამოკრულ ქართველი მამულიშვილების ფოტოებს შეხედავს

,, როგორ მინდოდა სამშობლოსთვის სასახელო ვყოფილიყავი?”

– ,,რომელი სამშობლოსთვისო გკითხავდნენ ახლა რომ არ გიცნობდნენ გოგია შენა,,

-,,რას ჰქვია რომლისთვის? ჩემი საქართველოსთვის, ექვთიმე…” უპასუხებს ეროვნებით ოსი გოგია ექვთიმეს.

ყველაფერს ახლა ვერ გავაჟღერებ, ეს ფილმი მინდა იყოს დასაფიქრებელი, მე გორელი ვარ და ძალიან ახლოსაა ჩემთვის ეს თემები, თან რაც ალბათ აღსანიშნავია მეც ქართველ-ოსი ვარ, ახლა, ამ გადასახედიდან, როგორც ქართველებთან, ისე ოსებთან საუბრების მერე ნათლად დავინახე ერთმანეთის მონატრება, დაღლა პოლიტიკურ თამაშებში „მასოვკების“ შესრულებით და მივხვდი როგორ უნდათ ჩემნაირ უბრალო მოქალაქეებს ამ მავთულხლართების დაშლა…და მივხვდი, რომ თუ სოფლები კიდევ დაცარიელდებიან, თუ მიტოვებულ სოფლებში კერებზე ცეცხლი არ გაჩნდება-მტერი ადვილად მოგვერევა. ამ ფილმით მინდა განსაკუთრებით ახალგაზრდები დავაფიქრო…

-სანამ მეორე კითხვას დავსვამ, ჩვენს მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ ფილმი უფრო მეტად ტევადია და შინაარსობრივადაც დატვირთული, რომ ფილმში რეალური ისტორიები მრავლად იქნება, თუმცა ჯერ საჭიროა თანხების მოძიება, იმედს ვიტოვებ, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ფინანსური მხარის მოგვარებაში გამოხატავენ დახმარების სურვილს.

-მაგისი იმედი მეც მაქვს, დღეს ყველა ერთ საერთო ქართულ საქმეს უნდა აკეთებდეს, მე იმის იმედიც მაქვს, უკვე გამზადებული ფილმის პრემიერა სწორედ ახმაურებულ მიტოვებულ სოფელში გაიმართება-შეიძლება ამ სიტყვებზე ახლა ვინმეს გაეღიმოს, მაგრამ კეთილი იქნება ეს ღიმილი და მინდა ბოლოც კეთილი იყოს.

-თინა, შენ წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობდი და შენს სიუჟეტებს იცნობს საზოგადოება, ასე რომ კამერა და მონტაჟი შენთვის უცხო არ აირს, ფილმის გადაღების გამოცდილება თუ გაქვს?

-ფილმის გადაღების გამოცდიება მაქვს დოკუმენტურ ჟანრში, სხვადასხვა დოკუმენტური ფილმები მაქვს გადაღებული და უბედნიერესი ვარ, რომ საშუალება მქონდა ფილმზე მუშაობის დროს ახლოს გამეცნო უდიდესი რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მისგან იმდენი რამ ვისწავლე, რასაც მსოფლიოს ვერც ერთ კინო-აკადემიაში ვერ ისწავლი. ასე რომ მუშაობის არ მეშინია, გუნდიც, რომელიც ჩემს გვერდით დგას სულ ახალგაზრდები არიან, რომელბიც ისევე უყურებენ ამ პრობლემას, როგორც მე. მთავარია ფინანსური მხარე, ჩვენ მზად ვართ.

-სცენარი თუ აჩვენე ვინმეს?

-სცენარი ბევრს რეჟისორს და მსახიობს ვაჩვენე, რომლებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ…უბრალოდ უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, ამიტომ მხოლოდ ამას ვიტყვი-სცენარში ჩემი სულია ჩადებული, ისევე როგორც ამას ფილმის შემქმნელი ჯგუფის წევრები ჩადებენ მუშაობაში, მთავარია ფინანსური მხარე მოგვარდეს.

-თინა, ჩვენც მზად ვართ გვერდით დაგიდგეთ, უფრო სწორად ეს საერთო საქმეა, ეს ყველა იმ ადამიანის საქმეა ვისაც სტკივა და მაინც იმედი აქვს. მოდი ამჯერად აქ დავსვათ წერტილი და იმედი მაქვს სულ მალე სიახლეებიც იქნება.

და ბოლოს…

როცა ახალგაზრდებს ქვეყანაში არსებული პრობლემები სტკივათ, როცა უნდათ თავიანთი სიტყვა ხმამაღლა თქვან-ჩვენი ვალია ერთად დავდგეთ ამ მართლაც ქარტული საქმის გაკეთებაში.

დრომდე ყველაფერს ვერ გავამხელთ, მაგრამ სცენარის ფინალი მინდა რეალურად ვიხილო და მიტოვებული სოფლებისკენ მიმავალი ახალგაზრდა ოჯახების კოლონა რეალურად დავინახო…

 

 

 

 

კომენტარის დატოვება