კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო

დაკავებული დავით კირკიტაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მან შიმშილობა დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველმა მოინახულა.

ამ ეტაპზე უცნობია, როგორი იქნება ბრალის საბოლოო ფორმულირება, თუმცა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც შსს-ში გამართული ბრიფინგისას კრიმინალური პოლიციის უფროსმა განაცხადა, სავარაუდოდ, დავით კირკიტაძეს ბრალდებულად ცნობენ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პრიმა მუხლით.

თუმცა როგორც დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილიაცხადებს, სამართლებრივად შეუსაბამოა მუხლი, რომელიც დავით კირკიტაძეს წაუყენეს. ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მუხლი, რომლითაც დავით კირკიტაძე დააკავეს, 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა აიყვანეს.

https://www.gmtv.ge/52242-2/

მის დაკავებას უკვე გამოეხმაურა სახალხო დამცველი.

https://www.gmtv.ge/52246-2/