მატარებლის მგზავრებს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, ავტობუსით გამგზავრება შესთავაზეს

РИА «Новости» – ის ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს, რომელშც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ავტობუსით გამგზავრება შესთავაზეს. მგზავრების ნაწილი დათანხმდა.

მატარებელში ამ დრომდე რჩებიან სააკაშვილის მომხრეები. როგორც იცით, მატარებელი არ გავა, თუ მას ოდესის ყოფილი გუბერნატორი არ დატოვებს.