გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები ცნობილია

საქართველოს პრემიერმინისტრმა, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. 

“თქვენ ძალიან კარგად იცით სწორი არჩევანის გაკეთება და უკვე ოთხი არჩევნები გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ. გურულებს კიდევ ერთხელ აუცილებლად მოუწევთ ჩვენთან ერთად გაერთიანება იმ გზაზე, რომლითაც ჩვენი ახლობლების, ოჯახების კეთილდღეობას განაპირობებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან წინა თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე გურიაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე ილაპარაკა.

პრემიერმა ამ განცხადებების შემდეგ მერობის კანდიდატები დაასახელა:

ოზურგეთი – ბეგლარ სიორიძე

ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი

ჩოხატაური – ირაკლი კუჭავა