გურამ საღარაძე-ყველაზე დიდი ჯილდო მისთვის მაყურებლის სიყვარული და აპლოდისმენტები იყო

დღეს გურამ საღარაძე იუბილარია, ის 1929 წლის 12 იანვარს არის დაბადებული.

გურამ საღარაძე-ბუმბერაზი მსახიობი, რომელსაც უამრავი პრემია და ორდენი ავს მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო მისთვის მაყურებლის სიყვარული და აპლოდისმენტები იყო.

2006 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ ნიჭიერ მსახიობს სიცოცხლეშივე გაუხსნეს ვარსკვლავი.

გურამ საღარაძე 2013 წლის 17 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მის მიერ შესრულებული როლები: სოსო (ო. იოსელიანის “ადამიანი იბადება ერთხელ”), თესევსი, მასხარა და იულიუს კეისარი(შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, “მეფე ლირი” და “იულიუს კეისარი”) , ჰეილი(მილერის “სეილემის პროცესი”), ტიპოტესკუ(კარაჯალეს “დაკარგული ბარათი”), დურსუნი და ჭეიშვილი(ნ. დუმბაძის “მზიანი ღამე” და “საბრალდებო დასკვნა”), მინდია(გამსახურდიას “ხოგაის მინდია”), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი(ბრეხტის “სეჩუანელი კეთილი ადამიანი” და “კავკასიური ცარცის წრე”), ტომი(ტ. უილიამზის “შუშის სამხეცე”), გიორგი ჯაფარიძე(რ. თაბუკაშვილის “რაიკომის მდივანი”), უჩა(თ. ჭილაძის “როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”) და სხვა. მონაწილეობდა მრავალ ტელეფილმში, კინოფილმსა და სპექტაკლში.

https://www.youtube.com/watch?v=pW_DBxmYjb8

კომენტარის დატოვება