“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!”

ზვიად ტომარაძე

21 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო (77 მომხრე, 0 წინააღმდეგი) ცვლილებები “მოქალაქეობის შესახებ” კანონში.
შარშან 30 მაისიდან მოყოლებული მე და ემზარ კვიციანი კანონპროექტით ვითხოვდით, რომ უცხოელებითვის გამკაცრებულიყო საქართველოს მოქალაქეობის მიღება.
ერთწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო:
1.უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას არსებული 5 წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა გაიზარდა 10 წლამდე.
2. ფიქტიური ქორწინებების გამოსარიცხად არსებული 2 წლიანი ვადა გაიზარდა 5 წლამდე.
3. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო გახდა ქართული ენის და ისტორიის ცოდნა.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!