მე-15 საჯარო ბაღში კახა გვანცელაძე მივიდა

თბილისის მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი შენობაში არსებული სპეციფიკური სუნი გახდა.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/54944-2/

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე.

როგორც ბაღის დირექტორი მარიამ კაპანაძე ამბობს, ბავშვების გაყვანამდე ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და შემდეგ მშობლებმა წაიყვანეს სახლში.

-„სუნი დილიდან შევნიშნეთ, დავაღეთ ფანჯრები და სასწრაფოდ დავრეკეთ ბაღების სააგენტოში, რომელმაც მყისიერად მოახდინა რეაგირება. შემდეგ ბავშვები გავიყვანეთ დარბაზებში და დავურეკეთ მშობლებს, მათ მოსვლამდე პატარები დიდ დარბაზში გვყავდა, სადაც უსაფრთხოდ იყვნენ. სავარაუდოდ სუნი მოდის კანალიზაციის ჭებიდან, ბაღში არანაირ ქიმიურ საშუალებას არ ვხმარობთ და თუ საიდან მოდის სუნი ვერაფერს გეტყვით, ამაზე შესაბამისი ორგანოები მუშაობენ. იმედი მაქვს ორშაბათიდან ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას.

112-მა გამოიძახა ყაზტრანს გაზის წარმომადგენლები, მოხდა შემოწმება და გამოირიცხა გაზის გაჟონვა – განაცხადა ბაღის დირექტორმა.

ბაღების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ უკვე მიმართეს საქალაქო სამსახურის ყველა უწყებას, ამ დროისთვის ბავშვები მშობლებს გაჰყავთ.