თავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხიდაშელის მინისტრობის დროს „ნიუ ატლასთან“ მხოლოდ ერთი კონტრაქტი გაფორმდა ნიჩბოსნურ ტრენაჟორზე უარყოფს და აცხადებს:

 

 

 

როგორც თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, 2016 წლის 21 მარტს, ხიდაშელის მინისტრობის პერიოდში, 35 346 ლარიანი ხელშეკრულება დაიდო. დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ კომპანიისგან 411 ცალი მაღალყელიანი ფეხსაცმელი შეიძინა. თითოეულის ფასი 86 ლარი იყო. მიწოდების ვადა კი, კომპანიას 2016 წლის 24 მარტის ჩათვლით ჰქონდა.

 

 

 

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ შეიარაღებული ძალებისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შეძენის ტენდერში კომპანია „ნიუ ატლასს“ ლობირებს. უწყების ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ „ნიუ ატლასს“ არც ერთ ტენდერში არ გაუმარჯვია.