გამოჯანმრთელდა 3 387 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 387 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 79 678 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 061-ს შეადგენს. გარდაიცვალა 703 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 326 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 592 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 280 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.