ამ დროისთვის თბილისის მე-15 ბაღში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

თბილისის მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი შენობაში არსებული სპეციფიკური სუნი გახდა.

მშობლების განცხადებით, სუნი დილიდან შეიმჩნეოდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ბავშვები შენობიდან გაეყვანათ.

პირველი წუთებიდანვე ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის, ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის და 112-ის წარმომადგენლები.

არსებული ინფორმაციით შენობაში აცეტონის მძაფრი სუნია.

ადგილზე მიდის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე და ყველა ახალ ინფორმაციას მიღებისთანავე მივაწვდით მკითხველს.