ლიზ ტრასი – ბორის ჯონსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო
პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბორისის ხელმძღვანელობით მთავრობას ბევრი მიღწევა ჰქონდა – ბრექსითის უზრუნველყოფა, ვაქცინები და უკრაინის მხარდაჭერა. ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა და მართვის გაგრძელება, ვიდრე ახალი ლიდერი მოიძებნება“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს გადადგომის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, ბორის ჯონსონი ტოვებს მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობას.