ანა ბუჩუკური – ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ პროცესი, რასაც ჰქვია კონკრეტული რეფორმების განხორციელება სტატუსის მისაღებად, დაკავშირებული იყოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან

იყო პირველი შეხვედრა, რომ გითხრათ, ახლა, განსაკუთრებული მოლოდინებით შევედით, ასე არ იყო. სხვადასხვა საკითხებზე იყო მსჯელობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვია“ წვერმა, აბა ბუჩუკურმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტულ საკითხზე არ შეჯერებულან.

„ვწუხვარ, რომ ოპოზიციონერი კოლეგებისგან ყველა არ იყო წარმოდგენილი. როცა პოლარიზაციაზეა საუბარი, ჩვენს გუნდს ეს არ ეხება. ვგულისხმობ იმას, რომ პოლარიზაციის წყარო პარტია „საქართველოსთვის“ ნამდვილად არ არის.

პირადად მქონდა შეკითხვები, რა კომპრომისზე წამოსვლისთვის არის მზად. რომ შევაჯამო, ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა. რამე კონკრეტულზე შეჯერება ნამდვილად არ მომხდარა.

ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი, რასაც ჰქვია კონკრეტული რეფორმების განხორციელება, რათა დეკემბერში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დაკავშირებული იყოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან, რომელიც უკავშირდება ბარიერის დაწევას. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არ შეიძლება ეს საკითხი იყოს მთავარი პრიორიტეტი არც ერთი მხარისთვის. ჩვენი გუნდი მზად არის, მაქსიმალურად ჩაერთოს და მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ ის ერთპროცენტიანი შანსი რაც არსებობს, რომ საბოლოო ჯამში დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, ვგულისხმობ დეკემბერში, თორემ ადრე თუ გვიან ეს ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.