ჩრდ. კორეამ იაპონიისკენ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა – აშშ გაეროს საგანგებო სხდომას ითხოვს

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა –  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, რაკეტამ 4500 კილომეტრი გაიარა და შემდეგ წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

რაკეტის გაშვების გამო, შეერთებული შტატები ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ  ჩრდილოეთ კორეის ქმედება დაგმო და მას ძალადობრივი უწოდა.