სარაკეტო თავდასხმა მიკოლაევზე – მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ

უკრაინის სამხრეთით, ქალაქ მიკოლაევში, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ სულ მცირე შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სამაშველო სამუშოები გრძელდება. მაშველებმა 11 წლის ბიჭის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მიკოლაივს S-300 ტიპის 8 რაკეტა ესროლეს.

ცნობისთვის, უკვე მეოთხე დღეა ოკუპანტები უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ.