ჯო ბაიდენი რუსული ელიტის, კანონმდებლებისა და თავდაცვის სფეროს კომპანიების 400 წარმომადგენელს დამატებით სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსული ელიტის, კანონმდებლებისა და თავდაცვის სფეროს კომპანიების 400 წარმომადგენლის მიმართ დამატებითი სანქციები დაწესების შესახებ გამოაცხადა.

„ვაცხადებ დამატებითი სანქციების შესახებ რუსული ელიტის, კანონმდებლებისა და თავდაცვის სფეროს კომპანიების 400 წარმომადგენლის წინააღმდეგ უკრაინაში პუტინის ომის საპასუხოდ. ისინი პირადად იღებენ სარგებელს კრემლის პოლიტიკით, შესაბამისად, მათ ტკივილიც უნდა გაიზიარონ“, – წერს ჯო ბაიდენი „ტვიტერზე“.