„იყო პანიკა, არავინ არაფერს ამბობდა რა მოხდა, იყო კვამლი“

პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების თვითმხილველი თვითმხილველი

მარი სმირნოვა

-“მატარებელი, რომელშიც მე ვიჯექი, იმ მატარებლის მერე მიდიოდა, რომელშიც აფეთქება მოხდა. როცა მატარებელი სადგურში შევიდა, მეხანძრეები იყვნენ მობილიზებული, იყო კვამლი. ჩვენს მატარებელში არავინ დაშავებულა. იყო პანიკა, არავინ არაფერს ამბობდა რა მოხდა-უბრალოდ დაიყვირეს-ადით ზევით. ხალხი ერთმანეთს მიაწყდა. მე გვამები არ მინახავს. მეტროში ბევრი ახალგაზრდა იყო. ასეთ დროს მეტროთი უფრო მეტად სტუდენტები და მოსწავლეები მგზავრობენ“

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.