“არ დაიჯეროთ, რომ “ოცნებაში” ვინმეს სურდეს ნაცების დასამარება, ეგ ტყუილია!”

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „პატრიოტთა ალიანსის“  წევრი ლადო სადღობელაშვილი ეხმიანება და სვამს კითხვას-„რა ”სიურპრიზებს” უნდა ველოდოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ოცნებისგან?“

-„ თავისუფალი დემოკრატების” და “რესპუბლიკელების” გუნდურობით გაოცებული ვარ. ოცნების გადაგდებულ ძვალს ბევრი მადევარი ჰყავს! კარგია რომ პოლიტიკური ველი მოსუფთავდა. სახეზეა 3 ძირითადი ძალა: მმართველი, ინერციული და ახალი! დანარჩენები ან დაიშალნენ ან იშლებიან ან და უახლოეს პერიოდში დაიშლებიან! მოძველდნენ და აღარავის აღარ სჭირდებათ!

მმართველს – საკადრო პრობლემა აქვს, არაერთხელ გაივლიან კრიტიკის ქარცეცხლს დანიშნული მინისტრების გამო!ინერციულს – თვითგადარჩენის ინსინქტი ამოძრავებს თითქოს კუთხეში მოქცეული ცხოველი იყოს, თუმცა მიმაჩნია მათი ”სიცოცხლე” ხელუხლებელია – ნაცები დღეს თაგვის როლში გვევლინებიან, ოცნება-კატის თათებშორის მოქცეული! ოცნება-კატას “გასართობათ” სწორედ ეს “თაგვი” ესაჭიროება! (პოლიტიკური ბალანსი). აქ ყველაზე საინტერესო ახალი პოლიტიკური მოთამაშე ”პატრიოტები” არიან, რომელთა ბედი მათივე ხელშია – თუ გადაიტანეს მტრების შეტევა და მოახერხეს სწრაფი რებრენდინგი მომდევნო არჩევნებისთვის მინიმუმ ორი პარტიის ელექტორატს ( მრეწველების და დემოკრატიული მოძრაობის) გადმოიბირებენ.

დღეს ისეთი დროა ნაცებიდან პორტირებული უფრო ფასობს ვიდრე ნაცებთან მებრძოლი! რას იზავ “ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა…” ღმერთმა სულ კარგებში და კეთილებში მოგახმაროთ … ისეთი პირი უჩანს მაინც ჩვენი დასამხობი იქნება თქვენი თანაცხოვრება!!!

p.s. 2008 წელს ნაცმოძრაიბას 119 მანდატი ჰქონდა სწორედ ამ საკინსტიტუციო უმრავლესობის გამო ვართ დღეს მახინჯი კონსტიტუციის მომსწრე… ოცნებამ დღეს 115 მანდატი მოიპოვა. ოცნების კადრია უვარგისი მარგველაშვილი და ნარმანია! ოცნებამ გვამყოფა 4 წელიწადი 0% რესპების მმარათველობის პირობებში და ბოლოს მიჩნდება კითხვა ასე გამალებით რატომ ცდილობდა ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას? რა ”სიურპრიზებს” ველოდოთ მათგან?!

არ დაიჯეროთ, რომ ოცნებაში ვინმეს სურდეს ნაცების დასამარება, ეგ ტყუილია! ოცნებას საპირწონე თუ არ ეყოლება, ოცნებაც არ იქნება! ქართულ ოცნებას ვულოცავ განაცებას ( დეჟავუ 2008 წ არჩევნების შედეგების)

 

კომენტარის დატოვება