„ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს” – აშშ-ს უსაფრთხოების ახალი სტრატეგია

ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში  საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერაზე  და თანამშრომლობის გაღრმავებაზე წერს.

„რამდენადაც მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად” – წერია დოკუმენტში.