პასუხი რუსეთის ბრალდებას – ნახეთ რა თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 

„არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს. მე არ მაქვს ვალდებულება თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე.”- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ბრალდება, თითქოს, სატვირთო მანქანა, რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა საქართველოდან შევიდა რუსეთში, არ შეესაბამება სიმართლეს.

„თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება, პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან, თუმცა ის, რომ ვიღაცამ თქვა უბრალოდ და ამიტო მე თავი უნდა ვიმართლო, ნამდვილად ვფიქრობ, რომ თავი არ უნდა ვიმართლო. მე ვიცი, რომ საბაჟო საზღვარი არ გაუვლია. სპეკულაცია თუ არის, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ საბაჟო სამსახურს თავისი მოვალეობის შესრულებაში ეს პროცედურა აქვს ძალიან კარგად გაწერილი და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა” – აცხადებს კაკაურიძე.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებას, მხოლოდ დღეს, ისიც ჟურნალისტების შეკითხვის შემდეგ უპასუხა.