გერმანიამ მესამე სქესის შესახებ კანონი მიიღო

გერმანიის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ კალსრუეში სამოქალაქო აქტში  ქალისა და მამაკაცის სქესის გარდა მესამე ვარიანტის ჩაწერის შესახებ მიიღო დადგენილება.

სასამართლო ავალდებულებს საკანონმდებლო ორგანოს რომ გადაწყვეტილება 2018 წლის ბოლომდე იქნას დამტკიცებული. მოქალაქეს შეეძლება ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას არსებულ სქესზე და მისთვის სასურველი აირჩიოს, რომელიც არც მამრობითს მიეკუთვნება და არც მდედრობითს.

სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რეესტრის მოქმედი რეგლამენტი არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვას და მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა, გარდა, ეროვნებისა, რელიგიისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა,  უნდა ხდებოდეს მისი ორიენტაციის საფუძველზეც.  „სქესობრივი იდენტობის უფლება მნიშვნელოვანია ინდივიდის დამოუკიდებლობისათვის.“-აღნიშნულია სასამართლოს დადგენილებაში.