,,ასე დაიფშვნება სუსი” -„გირჩი- მეტი თავისუფლების“ წევრებმა სუს-თან „შკოდას“ მარკის ავტომობილი დალეწეს

პოლიტიკურმა პარტიამ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ სუს-ის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო.

ზურაბ ჯაფარიძემ, ვიცე-მერობის კანდიდატ ცოტნე კობერიძესთან და მაჟორიტარობის 2 კანდიდატთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ მათი კუთვნილი „შკოდა“ მარკის ავტომობილი მიიყვანეს, შემდეგ კი დალეწეს.

მათივე თქმით, „შკოდა“ სუს-ის განუყოფელი სიმბოლოა და სწორედ ამგვარად განადგურდება ეს ინსტიტუცია არჩევნების შემდგომ.