პარტიის ,,სამართლიანობისთვის” ახალგაზრდები სიმართლის დასაცავად!

პარტია ,,სამართლიანობისთვის” საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

-გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოში მოხდარ უმძიმეს ტრაგედიას. 15 წლის ლუკა სისტემის მსხვერპლია! სისტემის, რომელიც ლპება! სისტემის, რომელსაც ჩვენ ,,ვაშენებთ”! ,,ვაშენებთ” მაშინ, როდესაც დავუშვით, რომ ვინმეს შეეძლო გაეყალბებინა შენი და ჩვენი ხმა! ,,ვაშენებთ” მაშინ, როდესაც აბსოლუტური უფლებები გაიყიდა ფულზე! ,,ვაშენებთ” მაშინ, როდესაც იყო ყალბი ზეიმი ,,ევროპელობის” და ცეკვა-თამაში მაშინ, როცა გმირი ექიმი საკუთარ ქვეყანაში ციხეში ტყვედ ჰყავდა ჩაგდებული ოკუპანტს. სამწუხაროდ, ვაჟა ექიმი კვლავ პატიმრობაში რჩება. ,,ვაშენებთ” მაშინ, როცა მეზობლის, მეგობრის ან უბრალოდ თანამოქალაქის ჭირი ღობის ჩხირად ჩავთვალეთ.

,,ვაშენეთ” მაშინ, როდესაც სამარცხვინო მოსამართლეების არჩევას სათანადოდ არ შევეწინააღმდეგეთ. მეტიც, ვინც ქუჩაში ვიდექით, გვეუბნებოდით — მოგცლიათო. სამთავრობო ტროლებმა კი ქვეყნის მოღალატეებად შეგვრაცხეს. ,,ვაშენეთ” სისტემა მაშინ, როდესაც თვალი დავხუჭეთ ტყუილებზე და სისხლით მოპოვებული პროპორციული სისტემა ქართული ოცნების თეატრალურ დადგმას გავატანეთ.

სისტემა გაძლიერდება და მოკლავს კიდევ უფრო მეტს, თუკი არ გამოვფხიზლდებით.

# ეს ჩვენი ბრალია! # ნუ სტირი! # გამოდი სახლიდან! # იფიქრე მომავალზე! # ნუ გაყიდი ღირსებას! # ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს სისტემა!