გამომძიებელ მარინა ჩოლოიანს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

მარიამ ახალკაცი

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, თუმცა “კურიერის” ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მან რამდენიმე საათში  სამედიცინო დაწესებულება დატოვოს. მის უფლებადამცველებს კი საქმის მასალები უკვე გადასცეს.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებული გამომძიებელი ბრალს არ აღიარებს და ირწმუნება, რომ მოზარდს არ დამუქრებია.

ადვოკატის თამარ გვაზავას განცხადებით, დედა დაუკავშირდა მარიანა ჩოლოიანს და შეატყობინა, რომ კონფლიქტი შვილთან მოუვიდა და მოზარდმა საცხოვრებელი დატოვა.

“რა თქმა უნდა, არ ადასტურებს არანაირ ფაქტობრივ გარემოებას. მთავარი ის არის, რომ მეორე დღეს, როდესაც პოლიციის განყოფილებიდან წავიდა, ბავშვი იმყოფებოდა მასწავლებელთან. დედამ გამომძიებელს შეატყობინა, რომ შვილთან კონფლიქტი მოუვიდა და სახლიდან გავიდა. ეს საუბარი იყო.