ეკა ბესელია-საგამოძიებო ორგანოში არასრულწლოვნის გამოკითხვა უკანონო იყო

მარიამ ახალკაცი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კედლებზე წარწერის გაკეთება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, ამიტომ საგამოძიებო ორგანოში არასრულწლოვნის გამოკითხვა უკანონო იყო.

“ეს არის მთავარი კითხვა –  რატომ აღმოჩნდა ეს ბავშვი საერთოდ საგამოძიებო ორგანოში, როდესაც საქმე ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს. იმიტომ, რომ კედელზე წარწერის გაკეთება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არც იყო გამოძიება დაწყებული. ამიტომ, თავისთავად ფაქტი, მისი პოლიციაში და გამომძიებლების ქვეშ დაკითხვების წარმოება რამდენიმე საათის განმავლობაში, იყო აბსოლუტურად უკანონო,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.