“გვაქვს ანგარიშები ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე… გვარამია და სააკაშვილი პუტინის პატიმრები არიან” – განხილვა ლორდთა პალატაში

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის შეხვედრაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხი განიხილეს, ხაზი ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირებს გაუსვეს.

ზაკ გოლდსმიტმა განაცხადა:

“ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ფორმალური და ლეგალური უფლება საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ გვაქვს ანგარიშები მისი რუსეთთან კავშირის შესახებ. ასევე, მოვისმინეთ საქართველოს მთავრობის პასუხი საერთაშორისო სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ” , – განაცხადა ლორდმა.

“ნიკა გვარამია პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარია” , – თქვა ჯიმ ვოლესმა.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უგულებელყოფით საფრთხის ქვეშ დგება საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი”, – განაცხადა ბარონ რიჩარდ ჰარისმა.