“ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს სააკაშვილს… მე ვიბრძოლებ მისთვის” – დმიტრო კულება

“საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაგრამ, ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე და მე ვიბრძოლებ მისთვის. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე უკრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მწვავეა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ დაიცავენ მის უფლებებს, ისივე როგორც იმ სხვა ადამიანების უფლებებს, რომლებსაც უკრაინის პასპორტები აქვთ.”

აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.