კიდევ ერთი ბანკირი ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრად, უსახო ზალკალიანი კი ივანიშვილის და კრემლის ინფორმატორად ვაშინგტონში – შალვა ნათელაშვილი

კიდევ ერთი ბანკირი ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრად, უსახო ზალკალიანი კი ივანიშვილის და კრემლის ინფორმატორად ვაშინგტონში – ამის შესახებ ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ,  შალვა ნათელაშვილმა ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერს, რითიც მთავრობაში მიღებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.

,,კიდევ ერთი ბანკირი – ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრად. თანაც კლიენტთა მომსახურების მენეჯერი რაც ხალხისთვის სულის ამოხდას და ბინა- ქონების წართმევას ნიშნავს. ყოჩაღ ივანიშვილს. ასე არც ერთ მტერს საქართველო არ დაუჩმორებია ჯერ. უსახო ზალკალიანი ივანიშვილის და კრემლის ინფორმატორად ვაშინგტონში. ყოჩაღ ამერიკასაც. მოუფრთხილდით, მოეფერეთ ივანიშვილს, არ გაცივდეს, არ დააცემინოს. ქართველი ხალხი ჭირსაც წაუღია. ამ პატარა ჩვენს საამაყო ქიზიყში კი ამდენი სამთავრობო ბიძინისტ – პარაზიტი როგორ დაიბადა პირდაპირ საოცარია” – წერს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, დღეს დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა კი ილია დარჩიაშვილმა დაიკავა.