ბექა დავითულიანი: სააკაშვილის სიტყვა იყო ნულოვანი სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა – 3000-წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში, თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს, ეს ქვეყანა მან შექმნა

„ეს იყო ნულოვანი სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა. ის საერთოდ არაფერს არ ნანობს, რაც გააკეთა და რისთვისაც მსჯავრდებული და ბრალდებულია. პირიქით, უკვე ყავლგასულად და საერთოდ უსაფუძვლოდ, ყველას უმტკიცებს, რომ ისაა საქართველოს დამფუძნებელი მამა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში დღეს წარმოთქმულ სიტყვაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ექსპრეზიდენტს საქართველოს მიმართ.

„3000-წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში, თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს, მან შექმნა ეს ქვეყანა. ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომ ისაა უკრაინის მოქალაქე და სასამართლო პროცესზე თარჯიმნით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ეს ზუსტად აჩვენებს მისა დამოკიდებულებას ამ ქვეყნის მიმართ. ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს სანდრო გირგვლიანთან და პიარიაო“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.