უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულებულია – მხარეები კონსულტაციებს პრეზიდენტებთან გაივლიან და მეორე რაუნდისთვის მოემზადებიან

უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გამართეს, რომელიც უკვე დასრულებულია.

მხარეები კონსულტაციებისთვის თავიანთ ქვეყანაში მიემგზავრებიან.

მოლაპარაკებების მთავარი მიზანი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა იყო.

ასევე, შეხვედრის დასრულების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსმა მრჩეველიმა მიხაილ პოდოლიაკმა ჟურნალისტებთან  განაცხადა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმდნენ და გადაწყვეტილებებს ერთმანეთს გააცნობენ.