FIFA და UEFA რუსულ გუნდებსა და ნაკრებებს ყველა ტურნირიდან მოხსნის და მონაწილეობას აუკრძალავს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა.

რუსეთის გუნდები და ეროვნული ნაკრებები მოხსნილები იქნებიან ყველა საკლუბო და საერთაშორისო ტურნირებიდან.

რუსეთი მონაწილეობას ვერ მიიღებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ზამთარში გაიმართება.   რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები კი, მონაწილეობას ვერ მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე.

უეფა-მ ასევე დაადასტურა, რომ ორგანიზაცია წყვეტს სასპონსორო ხელშეკრულებას „გაზპრომთან“.