დენის შმიგალი – მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან – ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს”, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი „ტვიტერზე” წერს.

„უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!”, – აღნიშნავს შმიგალი.

ამასთან, იგი მორიგ წერილში  ქართველ ხალხს მიმართავს.

„თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!”, – აღნიშნავს შმიგალი ქართულ ენაზე დაწერილ “ტვიტში”.