მიხეილ სააკაშვილი საქმის არსებით განხილვას აღარ დაესწრება, იგი ესკორტით გადაიყვანეს

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქმის არსებით განხილვას აღარ დაესწრება. მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა, გადაწყვეტილება მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ექიმების რეკომენდაციაა, რომ ჯობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სხდომა გადაიდოს. მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვიტა, განხილვა მის გარეშე გააგრძელოს.

ქამდე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.